
ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი.
“კანონის გაწვევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარია რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაც, საზოგადოებაშიც ზოგადად, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, გაწვევის მთავარი მიზანი იყო, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებსა და მომიტინგეებს შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს აქცენტი, განვითარდა, არამედ საზოგადოებაში შეიქმნა საკმაოდ დაძაბული ვითარება. როდესაც ერთნი ამბობდნენ, რომ გაწვევა არ იყო სწორი, ვინაიდან გამჭვირვალობაში ცუდი არაფერი არის, იქ რუსული თემა შემოვიდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საზოგადოებაში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს