
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გილაური არის ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოიყურება როგორც პროფესიონალი და უნდათ, მისი სახე წარმოაჩინონ როგორც ამ დესტრუქციული მოძრაობის ლიდერი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"ყოფილმა პრეზიდენტმა არ გაამართლა არც თავისი მოქმედებით, არც საუბრის მანერით და არც ხედვებით. რასაკვირველია, მოღალატეები არავის უყვარს. ერთი პერიოდი, ნიკა გილაურსაც არ სწყალობდა სააკაშვილი. რამდენად გამოადგება ნიკა გილაური თავისი იერსახით და მოგონილი ინტელექტით ოპოზიციას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რესურსიც მნიშვნელოვნად არის შეზღუდული იმ ინსტრუქციით, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია. დესტაბილიზაცია, რევოლუცია, ხელისუფლების ძალით შეცვლა და მშვიდობიანი დამხობა – ამ თემების გარდა, არავისგან არაფერი გაგვიგია. გილაურიც ამ კონტექსტში უნდათ, რომ ჩაწერონ და წარმატება ნაკლებად ექნებათ. ესენი საქართველოს ცეცხლიან მომავალს უქადიან და ნიკა გილაურიც ამ შემადგენლობაში განიხილება. შემადგენლობა მოწამლავს ნებისმიერს, ნიკა გილაური იქნება, თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში განაცხადა, რომ "ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს