
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მმართველი გუნდის მიერ ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის დაწყების პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომელიც "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ემსახურება.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, შავი ფულის შემოტანა საქართველოში, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ემსახურება, დაუშვებელია და აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
"საერთაშორისო პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა უნდა მართონ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და დააფინანსონ ყველა შემთხვევაში ის ჯგუფები, რომლებიც ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ საქართველოში.
უნდა მოიძებნოს რაღაც სხვა გზა, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში რომელიც ხმარდება ამ რევოლუციური პროცესის განვითარებას. წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა ამის თაობაზე, თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა. თანამშრომლობა ფინანსური რესურსის გამოყენებით იყოს გამჭვირვალე, არა გეუბნება პირდაპირ, რომ შემოვიტან თანხას და მოვძებნი გზებს იმისათვის, რათა კანონს გვერდი ავუარო. ეს ხომ შავი ფულია? და მით უმეტეს ეს შავი ფული ემსახურება საქართველოში დესტაბილიზაციას. რასაკვირველია, კანონი უნდა მიიღო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ მოხდეს, არ დაიშვას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს