
ავტორი
Front News საქართველო
მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში არ ყოფილან, სააკაშვილი რაღაცებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს, რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"უცხოელის მიერ დაწერილ ლოზუნგებს ვხედავთ, რომელიც საქართველოში არსებულ რეალობას საერთოდ არ იცნობს, დიახ, საქართველო გაცილებით უკეთესს იმსახურებს, ვიდრე სისხლიანი ხელისუფლება იყო სააკაშვილის სახით, რომელსაც მართავდნენ. ამ ადამიანებს იდაყვებამდე აქვთ ხელი სისხლში, ქვეყნის ტერიტორიები დათმეს. საქართველო უკეთესს იმსახურებდა და უკეთესი აირჩია. თუ ამაზე უკეთესი გამოჩნდება, ამომრჩეველი ხმას მათ მისცემს, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნების გზით წყდება და არა გვარამია-ვაშაძის მიერ რევოლუციების მოწყობის მცდელობით.
“ნაცმოძრაობამ” გადაწყვიტა, რომ წინა პლანზე ბოლომდე გამოვიდეს. ამბობენ, რომ სიტუაციას ისინი მართავენ და მათ ხელშია ოპოზიციის მომავალი. ბანერებიც ამაზე მოწმობს. შეხლა-შემოხლა იყო ბანერები გაეტანათ, სააშკარაოზე გამოვიდნენ. მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში არ ყოფილან, სააკაშვილი რაღაცებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს. რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან. თითქოს გზა აირჩიეს, რომ კონსტრუქციები არიან, რაც ფარსია. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, როგორც დაგვიღვრია სისხლი და საქართველოს გესტაპოს მეთოდებით როგორც ვმართავთ, ისე უნდა გავაკეთოთო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს