Logo

გიორგი ვოლსკი - სტრატეგიული ობიექტები გაყიდა სააკაშვილმა რუსეთზე და მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტია მიიღო

პოლიტიკა
289
Frontnews image description

2014 წლიდან სახელმწიფო არ დათანხმდა სააკაშვილის მიერ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების მფლობელის შემოთავაზებას, რომ გაზრდილიყო ტარიფები, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ლევან ჟორჟოლიანის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მას შემდეგ მიმდინარეობს დაპირისპირება.

„სტრატეგიული ობიექტები გაყიდა სააკაშვილმა რუსეთზე და მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტია მიიღო“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ქმედებებით ალბათ, ყველაზე რუსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს გადასცა და გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას დააკისრა, რაზეც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თქვა უარი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები