გიტანას ნაუსედა – უკრაინას დახმარება სჭირდება დღეს, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის, ევროპის, არამედ ომია დემოკრატიის საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მსჯელობის კლუბი ვიყოთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
“სახეზეა რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია. ომის დაწყებამდე პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად ერთ-ერთი ბოლო ლიდერი ვიყავი, ვინც ზელენსკის შევხვდი. რამდენიმე საათში ომი დაიწყო. საქმე გვაქვს ყოვლად მიუღებელ სამხედრო მოქმედებასთან. ჩვენ რუსეთის შესაკავებლად არსებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ჩვენ დიპლომატიური გზებით წარმატებას ვერ მივაღწიეთ და ომის დაწყება ვერ შევაჩერეთ. ეს არის უკრაინის ტრაგედია. ეს არის ტრაგედია მთელი ევროპისთვის; ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ტრაგედია რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის, ევროპის, არამედ ომია დემოკრატიის საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მსჯელობის კლუბი ვიყოთ. მე მჯერა ევროკავშირის რესურსის. შევაჩეროთ მსგავსი ქმედებები ევროკავშირის შუაგულში. ჩვენ მუდმივად მსჯელობის რეჟიმში ვერ ვიქნებით. უნდა გადავდგათ ეფექტიანი ნაბიჯები უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. უნდა ვისაუბროთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
უკრაინას დახმარება სჭირდება დღეს! ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება. ამას მოითხოვს დემოკრატია და ჩვენი ღირებულებები. რუსეთის პრეზიდენტმა უპატივცემულობით უპასუხა ევროკავშირის მცდელობას, კონფლიქტი მშვიდობიანი გზებით გადაჭრილიყო. მან ბევრჯერ იცრუა და ეს არის მიზეზი, რის გამოც მომხდარი გაკვეთილად უნდა იქცეს. ვერავინ გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს უკრაინის პრეზიდენტი. ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა