
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“მოვისმინე და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ე.ი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის თურმე დიდი მსახიობია, რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!
ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?! სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვიყავით, ერთი ნაკაწრი არავის არ ჰქონია, რა სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი?”, – განაცხადა ალასანიამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ “ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია”.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს