
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია კლინიკა “ვივამედის” ექიმ თამარ დავარაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აქვს ტემპერატურა, წნევა, სახსრების ტკივილი.
“ყოველთვის აქვს სიცხე, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი. წნევა – 160, 150, ეს ადამიანს, რომელსაც ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში ყოველთვის ჰქონდა დაბალი წნევა. დღეს ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ. აქვს ფეხების ტკივილი.
დავარაშვილის განცხადება არის ამ ბრძანებების მორჩილება და ამ ბრძანებების შესრულება. სურათი ნახეთ როგორი გვაქვს, დიაგნოზებს სვამს მთავრობა, შემდეგ იმავეს იმეორებს იუსტიციის მინისტრი, შემდეგ იმავეს იმეორებენ აქ ექიმები, ჩვენ სულელები ხომ არ ვართ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა გუშინ განაცხადა, რომ 26 თებერვალს განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი მკურნალობას არ ემორჩილება და მისი მიზანია “დამძიმდეს და გაათავისუფლონ”.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს