
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტს “ვივამედში” დღეს სავარაუდოდ, სახალხო დამცველის კონსილიუმის ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს.
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის წონა 61 კგ-ია.
“61 კილოა მისი წონა, აი, ეს ვიცი. რა თქმა უნდა, არის ძალიან სუსტად, იმიტომ, რომ ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს, ფაქტობრივად. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ დააბამდი ერთ ადგილზე და ახლა ასეთ მდგომარეობაშია. მე არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და რომელმა მსახიობობამ.
ეს კონსილიუმის ექიმები, ალბათ, იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრეც შედიოდა. ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები, პირადად არცერთს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ექიმები არიან, მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ დასკვნას”, – აცხადებს ალასანია.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს