
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, კლინიკა “ვივამედის” განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას აპირებს.
“მე დღეს “ვივამედიდან” რომ გამოვედი, მქონდა იგივე შეკითხვები და იქ ვთქვი, რომ “ვივამედის” არც ერთი ექიმი თვითონ, დამოუკიდებლად, გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ. უბრძანებს პენიტენციური სისტემა, ისიც არ არის აქ დამოუკიდებელი – ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი.
უკვე გასაგები იყო, რომ უპირებენ, დააბრუნონ ისევ ციხეში, ვუთხარი კიდეც ჩემ შვილს.
შემდგომ ნაბიჯებზე ვლაპარაკობთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ვის არ ემორჩილება კონკრეტულად, არცერთი ექიმისგან არ გამიგია, გარდა ქალბატონი თამარისა, რომელიც წავიდა, რომელსაც ასევე უბრძანეს, რომ წასულიყო.
მედპერსონალზე ცუდს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან ის ადგილი, სადაც ჩემი შვილი წევს, ემორჩილება მთლიანად პენიტენციურს.
დარწმუნებული ვარ უცხო ექიმებს იქ არ შეუშვებენ, რადგან როგორც კი ჩამოვლენ ის ექიმები, მაშინვე დაინახავენ, რაც ხდება, ეს არ უნდათ სწორედ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს