გივი დავითაშვილი - მიმდინარე მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი სამოქალაქო ავიაციისათვის რეკორდული იქნება

ავტორი
Frontnews საქართველო
მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიურად ვითარდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები 5 700 000 მგზავრს მოემსახურა.
"შესრულდა 26 000-მდე ავიარეისი და გადატანილია 29 000 ტონაზე მეტი ტვირთი, რაც მოგეხსენებათ, რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჯამში 2026 წელი რეკორდული იქნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის“, - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
თაგები:
გივი დავითაშვილი




