Logo

გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს

პოლიტიკა
49
Frontnews
გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს.

"ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.

მადლობა მინდა  ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა.

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას!“ - წერს მიქანაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები