გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კოლეჯის დირექტორმა თემურ ასათიანმა, მინისტრს დაწესებულებების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და არსებული საჭიროებები გააცნო.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო მომავალშიც კოლეჯების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებს.
შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.
აღნიშნულ ფილიალებში ხორციელდება პროფესიული პროგრამები ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ირიცხება 60-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი.
კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მერი კობა გელაძე, ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თიანეთის მერი ლევან წიკლაური და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი.
თაგები:
გივი მიქანაძე




