Logo

გივი მიქანაძე მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პოლიტიკა
117
Frontnews
გივი მიქანაძე მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტეფანწმინდის N1, სოფელ სიონისა და თიანეთის N1 საჯარო სკოლებს.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მერი კობა გელაძე, ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თიანეთის მერი ლევან წიკლაური  და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები