Logo

გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

პოლიტიკა
58
Frontnews
გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს და არსებული შენობის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ შეკრებილთა შეკითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა გადაწყვეტილება ექსპერტთა შეფასებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები