გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
"დმანისობის" სახალხო დღესასწაულის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას "დმანისობის" სახალხო დღესასწაული მიულოცა და ფასდაუდებელი შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს