
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, ცნობილ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა გეოლოგიისა და მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.
გივი მიქანაძის თქმით, ფასდაუდებელია ელენე აბაშიძის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. გამოჩენილმა მეცნიერმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა როგორც ქართული გეომეცნიერებების განვითარებაში, ასევე არაერთი თაობის აღზრდის საქმეში.
ელენე აბაშიძე არის გეოგრაფი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი და ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომი შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული "წლის ქალის" საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს