Logo

გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

პოლიტიკა
111
Frontnews
გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების კუთხით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ჯამში 94 ახალგაზრდა შეირჩა. 2025 წელს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ 30-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები