Logo

გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
363
Frontnews
გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ანდრი ბუტენკოსთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

გივი მიქანაძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით ახალი შეთანხმების გაფორმებას.

ანდრი ბუტენკომ გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები