გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილა

ავტორი
Frontnews საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი და პროფესიული განათლების დაახლოების, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერებაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები.
თაგები:
გივი მიქანაძე




