Logo

გივი მოდებაძე – ძლიერი სოფელი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

პოლიტიკა
1147
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე სოფელ ქვაციხესა და საკურწეში ადგილობრივებს შეხვდა.

 

“მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ამ მიზნით ბოლო წლებში როგორც ქვაციხეში, ისე საკურწეში ხელისუფლების მხარდაჭერით აღორძინდა ქართული ჩაი, განვითარდა საკალმახე და სანერგე მეურნეობები. 

 

ამავდროულად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, მოეწყო ამბულატორია. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას”, – განაცხადა გივი მოდებაძემ სოფელ ქვაციხესა და საკურწეში გამართული შეხვედრისას.

Advertisement