გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ასევე, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
გივი თარგამაძე პროცესს არ დასწრებია.
გივი თარგამაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 აპრილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.
24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ყველა მათგან აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
სავარაუდოდ, დღეს, გამოცხადდება განაჩენი "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე.
ამავე საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.
თაგები:
გივი თარგამაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს