გლდანის ციხეში მე-12 დღეა, რამდენიმე პატიმარი შიმშილობს


ავტორი
Front News საქართველო
გლდანის ციხეში მე-12 დღეა, რამდენიმე პატიმარი შიმშილობს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ისინი ციხის ადმინისტრაციას ძალადობაში, ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
როგორც პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ მათ წარდგენილი ბრალი ვერ დაუმტკიცა.
მათივე ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრები სამარტოო საკნებში ჰყავთ გადაყვანილი.
ადვოკატის განცხადებით, ამ პატიმრებს ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ციხეში თანამშრომლების მხრიდან ხდება მათზე ზეწოლა, შეურაცხყოფა, რომ დანაშაულის პროვოცირება მოახდინონ, რის გამოც მათ შიმშილობა გადაწყვიტეს.
საქმე ეხება ქურდული სამყაროს მონაწილეობის ბრალდებით 6 თვის წინ დაკავებულ პირებს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 პატიმარი შიმშილობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს