გლდანში, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისში, გლდანის რაიონში 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის სამი არასრულწლოვანია.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა.
შემთხვევა გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





