გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

ავტორი
Frontnews საქართველო
2026 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
თაგები:
გლოვის დღე




