“გლოვოს” კურიერი, რომელსაც თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა
შემთხვევა
867

ავტორი
Front News საქართველო
“გლოვოს” კურიერი, რომელსაც თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, კურიერი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა თბილისის სადგურთან მოხდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თაგები:
მატარებელი




