გოგა ხაინდრავა – დღეს ვინც ქართულ ეკლესიას და უწმინდესს და უნეტარესს ლანძღავს, ამ ადამიანს რა სიტყვებით ამკობენ, ღირსებაზე გველაპარაკებიან ზოგიერთი პოლიტიკოსები, როდესაც ამას ვითმენთ, მაგაზე მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მომაყენონ?


ავტორი
Front News საქართველო
„დღეს ვინც ქართულ ეკლესიას და უწმინდესს და უნეტარესს ლანძღავს, ამ ადამიანს რა სიტყვებით ამკობენ, რას აკადრებენ ყოველ ჩვენთაგანს და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი და ღირსებაზე გველაპარაკებიან ზოგიერთი პოლიტიკოსები როდესაც ამას ვითმენთ? მაგაზე მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მომაყენონ – განაცხადა გოგა ხინდრევამ „უცნობის კიდობანში“.
მისი თქმით, ჩერგოლეიშვილი გამოდის ლანძღავს და კაცს, რომელმაც საქართველო სიბნელიდან გამოიყვანა.
„კარგად მახსოვს, პატარა ბიჭი აღარ ვიყავი, 20 ეკლესია იყო და რვა მღვდელთმთავარი საქართველოში და ეკლესიაში თუ ვინმეს ნახავდი, მოხუც ქალებს, აი ამ დროს მოვიდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, 45 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში და დღეს საქართველო, სადაც 2 კათედრალური ტაძარია აშენებული ისეთი, რომელიც მსოფლიოში არ აშენებულა მეოცე საუკუნეში, ეს არის მართლმადიდებელი ერი, ეკლესიებია სავსე და ხალხი დაუბრუნდა რწმენას იმ კომუნისტური ჭაობიდან. მაგათი მამები რომ იყვნენ ყველანი „ზნაჩოკებით“ რომ დადიოდნენ, ჯიბეში პარტბილეთები ედოთ და დანოსებს რომ წერდნენ, დღეს ვინც ქართულ ეკლესიას ლანძღავს და უწმინდესს და უნეტარესს, ამ ადამიანს რა სიტყვებით ამკობენ, რას აკადრებენ ყოველ ჩვენთაგანს და ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი და ღირსებაზე გველაპარაკებიან ზოგიერთი პოლიტიკოსები როდესაც ამას ვითმენთ? მაგაზე მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მომაყენონ, ჩემი მშობელია, მაგან გამზარდა და მისი შემყურე ვარ რაც ვარ, სიკეთის მხარეს ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები. მისი დამსახურებაა ეს და თვალსა და ხელს შუა როგორ გვილანძღავენ. ეს არის ღირსება?“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
თაგები:


გიორგი გახარია – ვინც რა არ უნდა იკადროს, როგორ წითელ ხაზსაც არ უნდა გადავიდნენ, მაინც ღირსებით უნდა ვუპასუხოთ

“ის ადამიანები, ვინც ანაკლიაში ცხოვრობენ, მორალურად და ეკონომიკურად წელში უნდა გაიმართონ და აფხაზ ძმებთან ურთიერთობა აღადგინონ”

გიორგი გახარია – ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დღეს და აქ დაიწყება ცვლილებები ქვეყანაში