გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, ჩხუბის დროს მამაკაცს დაარტყეს, რის შემდეგაც ის წაიქცა და თავი დაარტყა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბი პარკინგის გამო მოხდა.
ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში.
თაგები:
ჩხუბი




