Logo

გოგოთურ მისრიაშვილი - რის გამოც უნდა გადახურულიყო, ის სამუშაოები ჯერაც არ არის დაწყებული, თუმცა ამ ინფორმაციის მიწოდება ისე მოხდა, თითქოს გადახურულია

საზოგადოება
324
Frontnews image description

რის გამოც უნდა გადახურულიყო, ის სამუშაოები ჯერაც არ არის დაწყებული, თუმცა ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის ისე მოხდა, თითქოს გადახურულია, დაზღვეულია და იქ არ ჩაედინება წყალი, - ამის შესახებ რესტავრატორმა გოგოთურ მისრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის კრამიტი, რითაც გელათია გადახურული, ჰაერს არ ატარებს და ნალექი და ორთქლი კვლავ ტაძრის არეში რჩება.

"ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, გელათთან დაკავშირებით ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი სპეციალისტები არიან მიწვეული, ისიც არ ვიცით, რა დონეზე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული და გააზრებული გელათის ეს უმძიმესი მდგომარეობა.

რის გამოც უნდა გადახურულიყო, ის სამუშაოები ჯერაც არ არის დაწყებული, თუმცა ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის ისე მოხდა, თითქოს გადახურულია, დაზღვეულია და იქ არ ჩაედინება წყალი. იქ რაც ჩამოვიდა წყალი, ისაა გასათვალისწინებელი. ქუთაისი განსაკუთრებულ კლიმატშია და ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. ტენტი უფრო მეტად ჩახუთავს ამას თუ არ იქნება აირაცია და იმ სისტემების განთავსება და სპეციალისტების აქტიური ჩართვა ამ პრობლემის გამოსასწორებლად. ახლა დამატებით კიდევ უფროა ჩახუთული და აორთქლება არ ხდება. 

დღეს აქცენტი მხოლოდ მხატვრობაზეა და მხატვრობის დამაზიანებელი ფაქტორი ეს არის არქიტექტურა, ის, რაც გელათს დაახურეს წლების წინ. ეს არის კერამიკა, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არის ის შემზადება, რაზეც არის კრამიტი გაწყობილი. ეს კრამიტი ორი სახის არის - წნეხის მეთოდით დამზადებული და მეორე - ჩამოსხმის, რომელიც არ იყო გარე სამუშაოებზე გამოსაყენებელი, რაც ექსპერტიზამაც დააზუსტა. საოცრებაა, კრამიტი მოიაზრებს გადახურვას, მაგრამ როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გარე გადახურვისთვის არ ყოფილა გამოსადეგი - ანომალიაა. რაც შეეხება ამ კრამიტს, რაზეც არის გაწყობილი, ეს არის საგანგაშო, რომელსაც აორთქლება არ გააჩნია, არის სხვადასხვაფენიანი დაცვითი შრე, დიდი ალბათობით, ცემენტის ბაზაზეა დამზადებული, თუმცაღა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ არსებობს სავალე დოკუმენტაცია - რა, სად და რომელ ნაწილში რა მასალაა გამოყენებული გადახურვისას, ეს იწვევს კონდესატს და წლების წინ, თუ რამდენიმე თვის წინ ჩასული წყალი ვერ ორთქლდება და ტრიალებს ამ სივრცეში, რომელიც გამოდის ინტერიერში. 

სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია მასალა, თუ რას გამოიყენებ და ასევე ტექნოლოგიური კუთხით როგორ გააწყობ ამას. სამწუხაროდ, ზედაპირულად ხდება ზედამხედველობა სამუშაოების, ხარვეზები გროვდება და საბოლოოდ, იწვევს ისეთ დაზიანებებს, როგორიც გელათშია. ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების შემზადება, ცივილიზაციასთან კომუნიკაცია და გამოცდილებების გამოყენება.

სამწუხაროდ, ის სირთულეები, რაც არსებობს სარესტავრაციო საქმიანობაში, გელათმა გამოაჩინა. როდესაც ყველა საექსპერტო დასკვნაში კერამიკა და გადახურვა არის წუნდებული, ამხელა რისკზე მიდიხარ და კიდევ დამატებით ჩაედინება ნალექი ამ გადახურვაში, უპასუხისმგებლობა და უგულო დამოკიდებულებაა", - განაცხადა გოგოთური მისრიაშვილმა.

 

 

თაგები:

გელათი
Advertisement