გონჩარენკო – ჩამოვედი საქართველოში დამკვირვებლად, ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო თბილისში არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვიდა.
გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, მას აეროპორტში გარკვეული პრობლემები შეექმნა.
“ახლახან ჩამოვედი საქართველოში. დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს პასპორტის კონტროლზე”, – წერს გონჩარენკო.
თაგები:
ალექსეი გონჩარენკო




