Logo

გონჩარენკო - ეს ქმნის საფრთხეს, რომ შესაძლოა, გაჟონოს ინფორმაციამ ჩვენი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ

უკრაინა
169
Frontnews
გონჩარენკო - ეს ქმნის საფრთხეს, რომ შესაძლოა, გაჟონოს ინფორმაციამ ჩვენი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში შეხვედრაზე იყო დაბარებული.

"უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში შეხვედრაზე იყო დაბარებული, ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების სერიოზული შეურაცხყოფაა. თუმცა, ამასთანავე, ეს ქმნის საფრთხეს, რომ შესაძლოა, გაჟონოს ინფორმაციამ ჩვენი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ფედოროვის მიერ იტალიის თავდაცვის სამინისტროში მუშაობა, შესაძლოა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს“, – წერს გონჩარენკო.

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის გვიდო კროზეტოს შეთავაზებას დათანხმდა და მისი მრჩეველი გახდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები