Logo

GORBI – გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა

პოლიტიკა
957
Frontnews image description

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს მთავრობა?“ პასუხები ასე გადანაწილდა: 

 

„სწორად მოიქცა“ – 60,5%;

 

„არასწორად მოიქცა“ – 31,8%

 

არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე – 7,7%.

 

ამასთან, უკრაინაში მოხალისე მებრძოლების მხარდაჭერაზე მთავრობის უარს სწორად მიიჩნევს, გამოკითხულ რესპონდენტთაგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 24%, „მთავარის“ მაყურებლის 26% და „ტვ პირველის“ მაყურებლის 39%.

 

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები