გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ხურვალეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან ერთად ხურვალეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის 412 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
"პროექტი ითვალისწინებს ასფალტის ახალი საფარის დაგება, სანიაღვრე სისტემის, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 400 000 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს