გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-ზე მეტი ახალგაზრდა პროექტში “ციფრული ინტელექტი 2025” მონაწილეობს


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-ზე მეტი ახალგაზრდა პროექტში “ციფრული ინტელექტი 2025” მონაწილეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობენ ფოტო და ვიდეო გადაღებას, ვიდეო მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურასა და პროგრამირებას.
მოზარდებს ტრენინგები ჩაუტარდებათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც.
“ციფრული ინტელექტი 2025“ გორის მერიისა და ა(ა)იპ „ქართული გენია ჰოლდინგის“ თანადაფინანსებით ხორციელდება და სხვადასხვა მიმართულებით 500-მდე ახალგაზრდის გადამზადებას ითვალისწინებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან სტუდია “ოქონა“, გორისა და ატენის ეპარქია, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს