გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეცვალა.
"სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით - გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა“, - აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მარშრუტების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/mlxH8





