Logo

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
65
Frontnews
გორში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოგა აფციაური ავრცელებს.

“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ ახალდაბის გზაზე მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ, მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა, ჯერ არ იცოდნენ. ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია“, - წერს გოგა აფციაური სოციალურ ქსელში.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები