
ავტორი
Front News საქართველო
გორში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის ქუჩებიც.
ცენტრალურ მოედანზე საახალწლო განწყობა გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდმა და ზღაპრის გმირებმა შექმნეს.
ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყო ატრაქციონები, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება.
თაგები:
გორი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს