გორთან მიწისძვრა მოხდა

გაზიარება
ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოში, ქალაქ გორთან მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თბილისიდან 53 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ გორთან მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:55 საათზე დაფიქსირდა.
თაგები:
მიწისძვრა




