
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო ენის შემსწავლელ პროგრამაზე იმსჯელეს, რომელიც თავდაცვის ძალებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედროებისთვის არის განკუთვნილი. სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება ეხმარება მათ სრულფასოვნად გაიარონ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, გააგრძელონ კარიერა თავდაცვის ძალებში და ისარგებლონ საგანმანათლებლო შესაძლებლობებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, პროგრამის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისა და დახვეწის გზებს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მხრიდან პროგრამას მაღალი მიმართვიანობა აქვს და თავდაცვის უწყებას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროგრამის ფარგლებში მსმენელებს სწავლების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. სწავლების მიზანია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო ენა.
თაგები:
გრიგოლ გიორგაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს