
ავტორი
Front News საქართველო
“თავდაცვის კოდექსის პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს“, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მიღება, თავდაცვის ძალების უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლას განაპირობებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვები, ვინაიდან ამ კოდექსის მიღება უმნიშვნელოვანესია და ეს არის ეროვნული ინტერესი, რადგან ის ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებასა და გაუმჯობესებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. ეს ყველაფერი არის ეროვნული ინტერესი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და წინსვლას ჩვენი თავდაცვის ძალების, ვინაიდან ყველა რეფორმას და იმ პროგრესს რაც მიმდინარეობს და დაგეგმილია, სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
თაგები:
გრიგოლ გიორგაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს