
ავტორი
Front News საქართველო
ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გურამ დუმბაძის განმარტებით, კერძო სექტორის 60 ათასი ეკონომიკური ოპერატორი ასევე აქტიურად იყენებს MRS მოდულს, რომელიც ინტერაქციის შესაძლებლობასაც იძლევა.
"დღეს თვისებრივად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა. როდესაც უკვე მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ფაქტობრივად ამით ვამბობთ, რომ მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ. ჩვენ გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ტექნიკურ პარამეტრებს, საქონლისა და მომსახურების ნაწილს და გამოცხადებას, ეს დიფერენცირებულია შესაბამისი სპეციფიკის მიხედვით, ეს იქნება საგზაო სამუშაო, შენობა-ნაგებობებით თუ ა.შ. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს დამატებითი კომპონენტი კერძო სექტორისთვის და აქტიურად იყენებს 60 ათასი ეკონომიკური ოპერატორი, ეს არის MRS მოდული. ნებისმიერ ტექნიკურ დავალებაზე, რომელსაც შევიმუშავებთ და ვამბობთ ბაზრის კვლევაზე, რომ ამით ვაპირებ, გამოვიდე ბაზარზე, შეუძლიათ მოგვწერონ, გვითხრან შენიშვნა, რას ვერ აკმაყოფილებენ, სად არის გაუმჯობესების საშუალება. შემსყიდველი ვალდებულია, დაამუშაოს, გაითვალისწინოს და საუკეთესო ვერსია გამოიტანოს ბაზრისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური კონკურენცია“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
თაგები:
გურამ დუმბაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს