
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორებიც ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"საქართველოს ინტერესებს არც ხელის ჩამორთმევაში გავცვლით, არც ვიზიტებში, არც "დიფ სთეითის“ ფილიალის მსგავსად ცალ ფეხზე არ დავდგებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორებიც ვიქნებით. ყველა ქვეყანას თავისი დღის წესრიგი აქვს. საქართველო რეგიონში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე იყო. ეს აღიარეს ევროკავშირსა და ამერიკის ადმინისტრაციაში, რომ დიდი რისკი იყო, უკრაინის შემდეგ ომი საქართველოში დაწყებულიყო. მხოლოდ საქართველოზე იყო საუბარი. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იყო, ქვეყანაში ომი არ ყოფილიყო. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, აქ ომი მომხდარიყო და რომელიმე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოსულიყო. წელიწადია, ამერიკა-საქართველოს შორის ინფორმაციების გაცვლა ხდება, უკვე ჯერი ამერიკაზეა, რადგან ყველაფერს ვაკეთებდით იქამდე, რა პოლიტიკითაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა.
იმედია, ურთიერთობების გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფები შეიქმნება. ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება. ჩვენ ყველასთან პარტნიორობა გვინდა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო მდივანი განცხადებას აკეთებს, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო დღევანდელი ადმინისტრაციის მიმართ. წარმოგიდგენიათ, საქართველოსთან მიმართებით როგორი იქნებოდა, როცა თავისი ქვეყნის ოპოზიციის მიმართ ასეთი ნეგატივი ჰქონდა? რუბიოს განცხადებას ანტიამერიკულს რატომ არ უწოდებენ? ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ წინა ადმინისტრაცია ანტიქართულ განცხადებებს აკეთებდა და სიმართლის მხარეს არ იყო, იმაზე თქვენ ამბობდით, ეს პოზიცია ანტიამერიკული იყოო. რუბიოს განცხადება ანტიამერიკულია? თქვენი ველია, არაფერი მოისმინოთ და ისე ისაუბროთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს