Logo

გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირს ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება შეურაცხმყოფელი და უსამართლო ქმედებები

პოლიტიკა
159
Frontnews image description

რაც დრო გადის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროპელი ლიდერების განცხადებები სულ უფრო ემსგავსება „ხალხის ძალის“ 2-3 წლის წინანდელ ბრიფინგებს. ვსაუბრობდით სუვერენიტეტის ხელშეუხებლობაზე, პარტნიორობაზე და ვამბობდით, ვასალობა და მონური დამოკიდებულება დაუშვებელია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონი დღეს საუბრობს, ამერიკა რატომ ერევა საფრანგეთის სუვერენიტეტში, რატომ აყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფასო.

„მაკრონი ამბობს, რომ ჩინეთთან უნდა ძალიან დიდი სავაჭრო ურთიერთობები. ევროპა ამბობს, რომ უნდა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უნდა გააფართოოს, ასევე ამბობს, რომ ამერიკა თურმე რატომ ერევა ევროპის შიდა საქმეებში. გამარჯობა, მეგობრებო. სამართლიანობა თქვენთანაც მოვიდა?! ჩვენ როცა ვამბობდით, პარტნიორული ურთიერთობა გვინდოდა და არა  – ვასალური. სიტყვა ვასალური რომ ვახსენეთ, ევროკავშირის ბიუროკრატიაში მეორედ მოსვლა ატყდა. ახლა კი ყოველ მეორე დღეს ამბობენ, რომ ვასალობა თურმე კარგი არ ყოფილა. ევროკავშირს ახლა ის ემართება, რასაც სხვის მიმართ უსამართლოდ ახორციელებდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ევროკავშირს ზუსტად იგივე უბრუნდება ბუმერანგის პრინციპით. რა შეურაცხმყოფელ,  უსამართლო განცხადებებსაც და ქმედებებსაც ახორციელებდნენ ევროკავშირი, მისი ქვეყნების ზოგიერთი ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში, უკან იგივე უბრუნდებათ. როდესაც უსამართლოდ შენზე უფრო მცირე ქვეყანას ჩაგრავ, ემუქრები და უკანონოდ გინდა, იქ ხელისუფლებები შეცვალო, რა თქმა უნდა, სამართლიანობის და კანონზომიერების პრინციპი არსებობს და იგივე მიუბრუნდა. ევროკავშირში იმას იმკიან, რა უსამართლობაც დათესეს საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებს უკვე იწყებს.

„კითხვა მაქვს „ნაცმოძრაობის“ ფილიალებთანაც, ვითომ ვეღაცებმა ჩელიაბინსკში რომ გაიღვიძეს. მერცმა გითხრათ, ჩელიაბინსკი ევროპა ყოფილა, თუ აუდიო და ვიდეო ჩანაწერი გამოგიგზავნოთ? თავად მაკრონმა ჯერ გვითხრა, თბილისამდე ევროპა არ არის შორიო, მერე გადაიფიქრა და მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. რუსეთთან უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს. ანტიევროპული თუ ანტიამერიკული განცხადებაა, ტრამპი როდესაც ამბობს, ევროკავშირი არაფერი არ არის, მაკრონს ვინ ეკითხება, წარმავალიაო? საქართველოს გაცხადებული სურვილი აქვს, პარტნიორული ურთიერთობები გვინდა ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან, მაგრამ მხოლოდ სუვერენიტეტის შენარჩუნების და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ევროპასა და აშშ-ს შორის საქმე ისე მიდის, კამათი გადაიზარდა დაპირისპირებაში და შეიძლება, გაშველება იყოს საჭირო. ჩინეთთან ურთიერთობის ისტერიკას რაც შეეხება, ესეც კარგად გვახსოვს. ახლა ჩინეთი აღარ არის დიქტატორული სახელმწიფო, როცა ევროპის სახელმწიფოს მეთაურები ამბობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობები უნდა გააღრმაონ და თავად აშშ აღრმავებს ურთიერთობებს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები