გურამ მაჭარაშვილი - რატომ უნდა მისცე ხმა თბილისში ან რეგიონებში? იმისთვის, რომ გაიფიცონ და ნაგავში დატოვონ ქალაქები, ავტობუსები და მეტრო გააჩერონ და ა.შ.

ავტორი
Front News საქართველო
კახა კალაძე ამბობს, რომ ვიმუშავებ კიდევ უფრო უკეთესად, რასაც ვაკეთებდი, გავაკეთებ კიდევ უფრო უკეთესად - ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, ამას მაგალითებით ამბობს. კუპრაძე გამოდის და ამბობს, რასაც კალაძე აკეთებდა, იმასაც არ გავაკეთებ და რაც გაკეთებული აქვს, იმასაც გავაფუჭებო - არც ავტობუსებს ვამუშავებ, მეტროს გავაჩერებ, დასუფთავების სამსახურს გავაჩერებ, საჯარო მოხელეებს ვეტყვი ძალით, რომ გაიფიცონ და ა.შ., - ამის შესახებ "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ირაკლი კუპრაძე და ალეკო ელისაშვილი მსგავსი განცხადებებით, თავიანთ ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ მერად და საკრებულოებში იმიტომ უნდა აირჩიონ, რომ გაიფიცონ და უარეს მდგომარეობაში ჩააგდონ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მცხოვრებლები.
"ეს ხალხი თავის ამომრჩეველს ეუბნება, რომ ამირჩიე მერად და საკრებულოში უმრავლესობა მომანიჭე იმიტომ, რომ რაც დღეს კეთდება, ისიც არ გაკეთდეს და უარეს მდგომარეობაში ჩავარდეს როგორც თბილისელები, ისე რეგიონებში, საქართველოს მოქალაქეები. ეს არის სერიოზულობა? ამიტომ ვამბობთ ზუსტად, რომ ვინც ვითომ მონაწილეობს არჩევნებში და ვითომ ცივილიზებულად უნდა მიიღოს მონაწილეობა პროცესებში, ეს ხალხიც კი ვერ ჩამოყალიბებულა იმაზე, რა უნდათ ამომრჩევლისგან. რატომ უნდა მისცე ხმა "ლელოს" და "გახარიას" ერთობლივ კანდიდატს ან თბილისში, ან რეგიონებში? იმისთვის, რომ შევიდნენ მერად ან საკრებულოში და გაიფიცონ და ნაგავში დატოვონ ქალაქები და ქუჩები, ავტობუსები გააჩერონ, თბილისში მეტრო გააჩერონ, უბიძგონ გაფიცვისკენ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც არ სურთ გაფიცვა და ა.შ." - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


