Logo

გურამ მაჭარაშვილი - შეგუებულები არიან, რომ პოლიტიკურ ველზე მათი ადგილი არ არის, უბრალოდ იღებენ მონაწილეობას იმიტომ, რომ მიიღონ მონაწილეობა

პოლიტიკა
365
Frontnews image description

საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი „ნაცმოძრაობისთვის“ არ იქნება, - განაცხადა „ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

"ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ ფილიალების ნახევარი იღებს მონაწილეობას და ნახევარი - არა, უკვე ნიშნავს იმას, რომ შეგუებულები არიან, რომ პოლიტიკურ ველზე მათი ადგილი არ არის. ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ვხედავთ, რა რესურსია აქვთ. უბრალოდ იღებენ მონაწილეობას იმიტომ, რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფო იქნება სამართლებრივი სახელმწიფო და ქართველი ხალხი გაჰყვება იმ პოლიტიკას, რაც აირჩია და განსაკუთრებით დააფიქსირა 2022 წლის შემდგომ, რაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინაში და საქართველოს მოსთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 17 პარტია მიიღებს მონაწილეობას.

Advertisement