
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურ მოძრაობაში“ ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ ცოტა ხანში გამშველებელიც აღარ დარჩება პარტიაში, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ამბავი მიმდინარეობს, რომ დედა შვილს და სააკაშვილი ხაბეიშვილს არ აიყვანს ხელში. რეალურად, ვერც საკრებულოს წევრებმა ვერ გაარჩიეს, ის ხაბეიშვილია დედანი, თუ ასლი არის მელია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურჩევიათ, რომელი რომელია. რთული გასარჩევია, ორიგინალი რომელია, მელია თუ ხაბეიშვილი. რეალურად, “ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რაც მათ სურდათ საქართველოში. ამიტომ, ეს კარგი პროცესი 2024 წლისთვის დაგვირგვინდება იმით, რომ გადალახავს ან ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, მათ შორის ოპოზიციაში ეს ეგრეთ წოდებული მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, ზუსტად ეს სტატუსი შეინარჩუნოს.
რასაც ვუყურებთ, მგონი, ოპოზიციურ ფლანგზეც ვერ შეინარჩუნებენ მთავარი პოლიტიკური პარტიის სტატუსს, რადგან უკვე ერთმანეთს ისე დაერივნენ, რომ გამშველებელიც აღარ დარჩება ცოტა ხანში. ძალიან კარგი პროცესია, რაც ნაკლები “ნაცი“, მით უკეთესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს