
ავტორი
Front News საქართველო
რომ ბრძანეთ, საქართველოს პარლამენტში უნდა განხილულიყო კონფერენციის ჩატარება-არჩატარების საკითხიო, ერთადერთი კომიტეტი, სადაც ეს იყო განხილული, ეს იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სადაც, პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, რა თქმა უნდა, ესწრებოდა და იქ არათუ რაიმე წინააღმდეგობა იყო, არამედ, მწვანე შუქი აუნთეს იმ კონფერენციის ჩატარებას, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობს.
მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილება კონფერენციის ჩატარების თაობაზე, რომელშიც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი მონაწილეობდა და რომლის გამოც 20 ივნისის მოვლენები განვითარდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც იმჟამინდელი პირველი ვიცე-სპიკერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჩუგოშვილიც იმყოფებოდა.
„როდესაც თქვენ ამბობთ აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს და ვინ არა, არაერთხელ ითქვა და ქალბატონმა თეამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმ ადამიანმა ირაკლი კობახიძის სახით, რომელსაც არანაირი ბრალეულობა არ ჰქონდა იმ შედეგებზე, რა შედეგებიც დადგა. თქვენ, დღესაც აღნიშნავთ აქ პროცესები როგორ წარიმართა, მოინდომეთ პირიქით პრემიერმინისტრობა.
საზოგადოებამ რომ იცოდეს, გადაწყვეტილება სად იყო მიღებული, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, რომელიც ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, ესწრებოდა და მწვანე შუქი აუნთო ამ ღონისძიების ჩატარებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს