Logo

გურამ ნიკოლაშვილი - ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ

პოლიტიკა
114
Frontnews image description

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრის გურამ ნიკოლაშვილი წერს.

"ვინ ჩვენ? სინამდვილეში მთავარი კითხვა სწორედ ესაა - ვის გულისხმობს ევროკავშირის ელჩი “ჩვენ”-ში და ვის მოიაზრებს ქართველ ხალხში. რა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ ქართველის ძახილი მოისმინოს?

რეალურად, ქართველი ხალხის ხმის გაგონება ან ერთიანობის დანახვა ისეთ საყოველთაო მნიშვნელოვან დღეებშია შესაძლებელი, როგორიცაა არჩევნები ან განსაკუთრებული თარიღები.

ქართველი ხალხი ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის გამომშვიდობებისას. ქართველი ხალხის ნება და ხმა გავიგეთ არჩევნებზე გამოხატულ ნებაში. ეს დაინახა ყველამ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთა წარმოდგენაც საქართველოს დანიშნულებასა და ფუნქციაზე სრულიად განსხვავდება საკუთრივ ქართველი ხალხის მოსაზრებებისგან.
ქართველმა ხალხმა გამოიარა ომიც, სიღარიბეც, ძალადობაც, გაჭირვებაც და კორუფციაც და მისი მკაფიოდ გამოხატული ნებაა, რომ აღარასდროს დაბრუნდეს იქ, საიდანაც დიდი მსხვერპლის ფასად გამოვიდა.

და ვინაა ის “ჩვენ”, ვინც უნდა დადგეს ქართველი ხალხის ხსნის სადარაჯოზე? ევროპული ფონდები, რომლებმაც უხვად დააფინანსეს ზიზღის, მოლოტოვის თუ სხვა ძალადობრივი კამპანიები? ბალტიისპირეთში თავშეფარებული ენჯეოები? თუ ვინ?

სინამდვილეში, ბატონი ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის. მიბაძონ არტურ ლაისტს, უორდროპებს, სხვებს. ეგზარქოსების და ნამესტნიკების დრო ჩვენ არ გვიყვარს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები