
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან - საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს