
ავტორი
Front News საქართველო
გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მცირეწლოვანი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მას რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
“მდგომარეობა ძალიან რთულია, ძალიან, იმიტომ, რომ თავის თხემი საერთოდ არ აქვს ბავშვს, ტვინთან არ აქვს შეხება, მაგრამ მთავარია შეხორცების დროს არ წავიდეს გართულება და ინფექცია. პლასტიკური ოპერაცია კეთდება, გადანერგვა უნდა მოხდეს ისევ ბავშვის სხეულიდან აღებული კანით. უნდა ჩატარდეს სულ სამი ოპერაცია, მაგრამ პირველი ყველაზე რთული და მძიმეა”, – აცხადებს ოჯახი ახლობელი.
მისივე თქმით, მეორე ბავშვს აქვს ღრმა ჭრილობა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არაა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვნის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს.
თაგები:
გურია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს